კეცხოველის სახელობის კონკურსში გურჯაანის სოფელ ჩუმლაყის სკოლა აქტიურად ჩაერთო

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის სკოლაში ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში შედგა პირველი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე ეკოკლუბელებმა განიხილეს ჯგუფის მიერ შერჩეული გარემოს მდგრადი განვითარების მიზნების კატეგორია, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. 

ჯგუფმა განიხილა რამდენიმე შესაძლო ვარიანტი და შეარჩიეს 3 მარტოხელა ადამიანი, რომელთაც დაეხმარება ჯგუფი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებაში. შეირჩა პროექტის განხორციელების თარიღი - 2 ოქტომბერი..

კლუბი ითანამშრომლებს გურჯაანის "კახეთი იონი" - ს სამედიცინო ცენტრთან, შერჩეულ ინდივიდებს მედიკამენტებით დაეხმარება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის განყოფილება.