სამეგრელოს სოფელ თაის სკოლის ეკოკლუბელებმა ანაკლიაში კეცხოველის პრემიის შესახებ პრეზენტაცია მოაწყვეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლი გუნდის "მწვანე მომავლის" წევრები ესწრებოდნენ მოხალისეობრივ ეკო-ბანაკს, რომელიც კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაიმართა, ამ ბანაკს უმაპინძლა ანაკლიის ტურისტულმა თავშესაფარმა. 

ბანაკში ყოფნისას გუნდის წევრებმა, ბანაკის მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაცია ორგანიზაცია CENN-ზე და მათი გუნდის ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობებზე ასევე ეკო გუნდის "მწვანე მომავლისა"და კოლხეთის ეროვნული პარკის თანამშრომლობაზე.

თაიელმა მოსწავლეებმა ბანაკის მონაწილეებს გააცნეს თუ როგორ ხდება რეგისტრაცია forestry.ge- ზე, გაუზიარეს მათი გამოცდილებები და ახლო მომავალში სკოლებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასაც დაპირდნენ. ზოგიერთი სკოლის მოსწავლეებმა პირველად გაიგეს ნიკო კეცოხველის სახელობის საკსოლო კონკურსის შესახებ და ისინი იმედოვნებენ, რომ სულ მალე მათი სკოლებიც აქტიურად ჩაერთვებოდნენ ამ პროექტში.