ბორჯომის სოფელ ანდეზიტის სკოლაში გარემოს დაბინძურების მიზეზები განიხილეს

ბორჯომის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა და ბიოლოგიის მასწავლებელმა განიხილეს გარემოს დაბინძურების ძირითადი გამომწვევი მიზეზები. ინტერნეტში მოიძიეს მასალები სხვადასხვა ეკოლოგიური პრობლემის შესახებ და გამართეს დისკუსია.

მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი პრობლემების მოგვარების შესახებ.ისაუბრეს ნარჩენების დახარისხებისა და მათი გადამუშავების შესახებ. ერთ -ერთმა მათგანმა აღნიშნა რომ "შევაგროვოთ მაკულატურა და ჩავაბაროთ. ამით გარემოს დავეხმარებით და ნაკლები ხე მოიჭრება."

ბავშვებმა გადაწყვიტეს ასევე ბოთლების და სხვადასხვა უკვე გამოყენებული ნივთები მიიტანონ და თვითონ გააკეთონ ახალი ნივთები: მაგალითად: საყვავილეები, ნაძვის ხე, ჭიქები,სათამაშოები და სხვა. მოსწავლეებს აწუხებთ როცა ხედავენ დაბინძურებულ გარემოს.მათ აღნიშნეს თავიანთ სოფელში სად არის დაბინძურებული და კიდევ უფრო როგორ ბინძურდება მათი საყვარელი სოფელი.