ადიგენის სოფელ არლის სკოლაში გარემოს მდგრადი განვითარების მიზნებზე კედლის გაზეთი დაამზადეს

სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლაში, ეკოკლუბელებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი სათაურით: "გარემოს მდგრადი განვითარების მიზნები", რისი მიზანიც ამ თემებზე მოსწავლეებში ინტერესის დონის ამაღლება იყო.

მოსწავლეებს სურთ მოსალოდნელი შედეგის მიღების შემდეგ ტრენინგის ჩატარება ამ თემის შესახებ, ცნობიერების ამაღლება და სათემო განვითარებისთვის ხელშეწყობა. სოფელ არლის სკოლის გუნდის წევრებმა დაგეგმეს, რომ ამ აქტივობის შემდეგ სესიებს ჩაატარებენ თითოეულ გარემოს მდგრადი განვითარების მიზანზე , რათა მოსწავლეებმა მეტი გაიგონ და უფრო აქტიურად ჩაერთვნენ გარემოს დაცვის საქმეში.