ახალგაზრდა "მწვანე მომხმარებლები" სვანეთიდან

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანეების" წევრები ნიკო კეცხოველუს სასკოლო პრემიის ფარგლებში უკვე წლებია ეწევიან პოლიეთილენის პარკების,და საერთოდ პოლიეთილენის ნივთების ნაკლებად გამოყენების პროპაგანდას.

წელს, 28 სექტემბერს, "მწვანე მომხმარენლის" საერთაშორისო დღეს ეკოკლუბის წევრებმა შეაგროვეს გამოსაყენებლად უვარგისი ტანსაცმელი, ძირითადად ჯინსის მყარი ნაჭრები და შეუდგნენ სასურსათო და ყოველდღიური ტიპის ხელჩანთების კერვას.

პროცესი მეტად საინტერესო და სახალისო გამოდგა. აღმოჩნდა, რომ აქტივობა ემსახურებოდა ორ კეთილ საქმეს, ნარჩენების კვლავწარმოებასა და პოლიეთილენის მოხმარების შემცირებას. გუნდ "მწვანეების" წევრები გეგმავენ აქტივობას უფრო დიდი მასშტაბი შესძინონ და წლის განმავლობაში გამოყონ უფრო მეტი დღე გარემოსთვის ასეთი სასარგებლო აქტივობების განსახორციელებლად.