7 მაისს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლის ეკოკლუბის "ბიოფილები“-ს 2 წევრი დაესწრო ქალაქ ქარელის მეორე საჯარო სკოლის ეკოკლუბ „სკაუტები“-ს მიერ ნიკო კეცხოველის პრემიაში მონაწილე კლუბებისთვის ორგანიზებულ ვებინარს თემაზე: “დედამიწის ისტორია“. მომხსენებელი იყო კლარა ბურჯანაძე - გეოგრაფიის პედაგოგი.
ვებინარზე განხილული იყო ლეგენდები, მოსაზრებები და ჰიპოთეზები დედამიწის წარმოშობის შესახებ, რომ დედამიწის წარმოშობა დაიწყო 5 მილიარდ 600 მილიონი წლის წინ. გალაქტიკა გაჩნდა აფეთქებით, წარმოიშვა სუპერ ნოვა, მზე, რომელიც
სხვა ვარსკვლავებისგან იმით განსხვავდება, რომ დედამიწასთან არის ახლოს, გამოსხივება, რადიაცია დედამიწამდე აღწევს და უზრუნველყოფს სიცოცხლეს.სპიკერმა ისაუბრა მთვარის მნიშვნელობაზე დედამიწისთვის და როგორ უზრუნველყოფს დედამიწის დახრილობას მისი ღერძის გარშემო და მის ბრუნვას ღერძის გარშემო. საინტერესო სლიდი იყო დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის სპირალი, რომელზეც ნაჩვენებია ერები არქაული, პროტეოზოული, მეზოზური, პალეოზოური და ა.შ. როგორი თანმიმდევრობით ჩნდება დედამიწაზე - წყალი, ბაქტერიები, ამებები, მიტოქონდრიები, მცენარეები ხმელეთის ზედაპირზე, ჟანგბადის გამოყოფა და ა.შ. საუბარი გაგრძელდა გამყინვარების პერიოდზე და გლობალურ დათბობაზე.
გლობალური დათბობა გამოიწვევს მყინვარების გაქრობას და მტკნარი წყლის დეფიციტს. უკვე დაწყებულია ანტრაქტიდის დნობა და ბევრ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. პასუხი გაიცა ბევრ კითხვაზე. ჩვენი მთავარი მიზანია ცოტათი მინც შევაჩეროთ გლობალური დათბობა, ამისთვის კი უნდა გაუფრთხილდეთ გარემოს, უნდა გაიზარდოს მწვანე საფარი.