27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე თბილისის 169-ე სკოლის მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს. ბავშვებმა ყვავილებით შეამკეს დაღუპულთა მემორიალი.
ძმათა სასაფლაოზე ეკოკლუბელები შეხვდნენ აფხაზეთის ომის ვეტერანებს და მათგან მოისმინეს აფხაზეთის ომისდროინდელი ისტორიები. შეხვედრა ძალიან ემოციური გამოდგა.
"პატივი მივაგეთ ასევე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულ ზურაბ ბურნაძეს, რომელიც 23 წლის ასაკში მოხალისედ წავიდა აფხაზეთის ომში და დაიღუპა.(დაგრძალულია დიღმის საგვარეულო სასაფლაოზე)" - გვიყვება თბილისის 169-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბის ლიდერი, დათო ხვედელიძე..