მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მართვეს " წევრებმა გეგმის მიხედვით მოაწყვეს დასუფთავების აქცია სკოლის მიმდებარე პურის საცხობის ტერიტორიაზე. ასეთ აქციას გალავნელი მოსწავლეები საკმაოდ ხშირად აწყობენ. აქციის პარალელურად, ეკოკლუბელებმა დაგეგმეს მეოთხეკლელებთან შეხვედრა და საუბრის ჩატარება ნარჩენების მართვაზე.
ამის შემდეგ, კლუბ "მართვეს წევრები შეხვდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეებს. ესაუბრნენ ნარჩენების მართვაზე და ამ ნარჩენების უარყოფით გავლენაზე მათსავე ჯანმრთელობაზე. შეხვედრას ესწრებოდა მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი, ჯესიკა როდმანსი.