2018 წლის სექტემბრის დასაწყისში ლენტეხის რაიონის სოფელ ხოფურში, ხოფურის საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე, ორგანიზატორის ნინო გაბიძაშვილის და სკოლის ეკო-კლუბის ,,ლემშვანიერას’’ მხარდაჭერით სტარტი აიღო სამოქალაქო ღონისძიებამ სახელწოდებით "მე მიყვარს ხოფური".
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სპორტული და ლიტერატურული ღონისძიებები, რომელშიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ჩასულმა სტუმრებმა და დამსვენებლებმა. ღონისძიება ტრადიციად დამკვიდრდა და ის ყოველწლიურად სექტემბრის დასაწყისში გაიმართება.