27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. სენაკში მდებარე სასულიერო სკოლა-გიმნაზიამ, აღნიშნა ეს თარიღი და 26 სექტემბერს სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმში მოაწყო ღონისძიება ,,გავიხსენოთ აფხაზეთი“.
პროექტში გიმნაზიელებთან ერთად მონაწილეობდნენ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები. მოწვეული იყვნენ დევნილები, რომელთაც საკუთარ თავზე იწვნიეს ის უბედურება, რომელიც იმ დღეებში ტრიალებდა სოხუმში. სტუმრებს შორის იყო აფხაზეთში მებრძოლი ჯარისკაცი, რომლის ისტორიის მოსმენა შეუძლებელი იყო ემოციების გარეშე.
შეხვედრაზე გაიხსენეს ჟიული შარტავა, 27 სექტემბრის ტრაგიკული დღე, ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ მოუხდათ ქალაქის დატოვება და რა სირთულეები გადახდათ დევნილობაში. ეს საუბრები ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის, რადგან მათ არ უნახავთ აფხაზეთი, არ შეუგრძვნიათ ის სიყვარული, რომელიც ამ კუთხეს მუდამ თან სდევდა. არ უნდა დავუშავთ ის, რომ ძველი მუხტი გაქრეს. ახალმა თაობამაც უნდა შეძლოს აფხაზეთის შეგრძნება და მხოლოდ ასე არის შესაძლებელი მის დაბრუნებაზე ფიქრი. მოცემული პროექტით ეს ორი სკოლა გხდა თანამონაწილე კვირეულისა, რომელიც ყოველ წელს იმართება სენკაში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით.
ამ აქტივობით გუნდი ,,ECO-R” გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე-16 მიზანს, რაც მდგომარეობს მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობაში მდგრადი განვითარებისათვის.