ოზურგეთელი მოსწავლეები სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევაში ჩაერთნენ

ოზურგეთის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკო-ჰაბში შედგა გაერთიანებული შეხვედრა ეკოკლუბ Nature-ს და სამოქალაქო განათლების კლუბ ,,ტოლერანტობის’’ წევრებს შორის, შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო მოსწავლეებისათვის ინფორმციის მიწოდება ,,მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის’’ შესახებ, 

ეკოკლუბის ხელმძღვანელმა მედეა ობოლაძემ და სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელმა თინა ასათიანმა გააკეთეს პრეზენტაცია იმის შესახებ, რომ გაეროს დაფინანსებით მთელ საქართველოში 20 სექტემბრიდან 20 დეკემბრამდე ჩატარდება მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა, სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრისათვის.

გამოკითხულია დაახლოებით 14000-მდე ოჯახი, მოხდება ოჯახის წევრებთან გასაუბრება. ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად 2-7 წლის დაახლოებით 1500 ბავშვს ქვეყნის მასშტაბით აუღებენ სისხლს, ნიმუშებს ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში იტალიაში გააგზავნიან, ოჯახები ინდივიდუალურად მიიღებენ პასუხს, სისხლში ტყვიის მაღალი დონის დადგენისას, კონტროლს ეროვნული ცენტრი გაუწევს.

პრეზენტაციის შემდეგ დასმულ შეკითხვებს პედაგოგებმა უპასუხეს და მოსწავლეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბროშურები მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის’ შესახებ, მოსახლეობაში დასარიგებლად და ინფორმაციის გასავრცელებლად, რათა მოხდეს ყველა ოჯახის ინფორმირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და არ თქვან უარი გამოკვლევის ჩატარებაზე.