მას შემდეგ რაც პანდემიის გამო 30 მარტს საქართველოში კარანტინი გამოცხადდა, დაიხურა სხვადასხვა დაწესებულებები, ხალხს კი გარეთ გასვლა აეკრძალა საინტერესოა გაიზარდა თუ არა მათ მიერ მოხმარებული ელექტრო და წყლის ენერგია. ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ეკოკლუბელებმა აუწყეს ფეხი დღევანდელ მდგომარეობას და შექმნეს ონლაინ-კითხვარი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
გამოკითხვაში მონაწილეობა 117-მა ადამიანმა მიიღო. როგორც შედეგმა აჩვენა 48.3% ელექტრო ენერგიას მცირედით უფრო მეტს მოიხმარს, ვიდრე კარანტინის დაწყებამდე. 25% თვლის, რომ არ გაზრდილა 26.7%-ისთვის კი დახარჯული ელექტროენერგია კარანტინის დაწყების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა.
დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა წყალთან დაკავშირებით - 47.5% კარანტინის დაწყების შემდეგ მცირედით უფრო მეტ წყალს მოიხმარს, 20.7% ბევრად უფრო მეტს, 33.6% კი იმავე რაოდენობას, როგორც მანამდე.
კითხვაზე - მიმართავენ თუ არა წყლის და ელექტრო ენერგიის დაზოგვის სხვადსხვა საშუალებებს, შემდეგი პასუხები მიიღეს: 36% არანაირ დაზოგვის ხერხებს არ მიმართავს, 34% ნაწილობრივ, ხოლო 30% ელექტრო და წყლის რესურსები მაქსიმალურად რაციონალურად გამოიყენოს.
გამოკითხულთა 26.7% კარანტინის განმავლობაში ნარჩენებს ახარისხებს, 41.4% მეტ-ნაკლებად და შეძლებისდაგვარად აკეთებს ამას, 31.9% კი სამწუხაროდ ნარჩენების სეპარაციას არ ახორცილებს, მაგრამ კითხვაზე დაახარისხებდნენ თუ არა ნარჩენებს შესაბამისი ურნების არსებობის შემთხვევაში 87.9%-სგან დადებითი პასუხი მიიღეს.
გამოკითხულთა უმცირესმა რაოდენობამ აღნიშნა, რომ ნარჩენებს, არც შესაბამისი ურნების არსებობის შემთხვევაში დაახარისხებდა. როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა უმეტესობამ იცის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების დაცვა და მათი რაციონალური გამოყენება. მათი აზრით ეს დედამიწისა და მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.