9 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავად ორგანიზაცია CENN-მა გამოაცხადა ერთდღიანი კონკურსი სახელწოდებით: "რა არის შენთვის ევროპა". ამ კონკურსში მონაწილეობა სხვა სკოლებთან ერთად, ხარაგაულის სოფელ კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბმაც მიიღო.
საკონკურსო ნახატი წარმოადგინა შოთა ზვიადაძემ. მან მშვიდობის მტრედებით გამოსახა ავსტრიის დროშა, ორგანიზაცია CENN და ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია. გამოსახა აგრეთვე დედამიწა და აღნიშნა მასზე ევროპის ტერიტორია წარწერით: "ევროპა ჩვენი მომავალია".
ეკოკლუბის სხვა წევრებმა გააკეთეს ავსტრიის, ევროკავშირის და საქართველოს დროშები. მოსწავლეების თქმით ევროპა მათთვის არის წარმატება, უამრავი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსით შეიძინეს.