თელავის სოფელ წინანდლის სკოლის ეკოკლუბელები ხელმძღვანელთან ერთად მიწვეულნი იყვნენ ,,რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში“, სადაც ბიომეურნე გიორგი ალადაშვილმა ახლო გააცნო თავისი მეურნეობა, მათ ისაუბრეს იმაზე თუ როგორი მეთოდებით მოყავთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, როგორ უვლიან ვაზს, როდის კრეფენ ყურძენს (ყურძენს კრეფენ ღამით ფარნები "ღამის რთველი“ რომელიც ძალიან საინტერესო და განსხვავებულია,ითვალისწინებენ სწორედ მთვარის ფაზებს..) და აშ.
ეკოკლუბელებმა მონაწილეობა მიიღეს ამ მასშტაბურ რთველში, თავად დაკრიფეს ყურძენი რომელიც დაიწურა საწნახელში (საწნახელში დაწურვა მათთვის იყო განსაკუთრებული, რადგან პირველად დაესწრნენ მამაპაპეული მეთოდით ყურძნის დაწურვას) ეკოკლუბელებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ უამრავ სტუმარს და ესაუბრათ სოფლის მეურნეობის განვითარების ამ მოდელზე, აგროტურიზმის განვითარებაზე,
სტუმართა შორის იმყოფებოდა ფრანგი ჟურნალისტი, რომელმაც ეკოკლუბელებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათი ინტერესების და მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ დაწერდა თავის სტატიაში საფრანგეთში. ეს ღონისძიება გაშუქდა სხვადასხვა ტელევიზიის საშუალებით.
მოსწავლეებმა რთველის დროს გაიგეს ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ინფორმაცია ბიოდინამიკურ მევენახეობასთან დაკავშირებით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათი ინიციატივა, მათი მოხალისეობრივი მონდომება, საქმიანობა და თანამშრომლობა.