25 სექტემბერს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სამეცნიერო პიკნიკი "მეცნიერება სახალისოა" მოეწყო. სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში საინტერესო ექსპერიმენტები და ინტერაქციული გამოფენები, მასტერკლასები ჩატარდა.
ღონისძიების მთავარი ამოცანა სახალისო ფორმით თანამედროვე მეცნიერების მიღწევების წარმოჩენა იყო.
პიკნიკს ესწრებოდა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის ეკო-კლუბი "გაენათი’’. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო ცდებში და ემოციებით დატვირთულები შთაბეჭსილებებს უზიარებდნენ ერთმანეთს.