სოფელ თხილნარის N1 სკოლის მოსწავლეებმა მრავალწლოვანი ხეების მდგომარეობის შესახებ კვლევა ჩაატარეს

აჭარაში, მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1 საჯარო სკოლის ეკოლოგიურმა კლუბმა ჩაატარეა კვლევა მათ სოფლში საზოგადოებრივ ტერიტორიებზე მრავალწლოვანი ხეების მდგომარეობის შესახებ. ბავშვებმა ანალოგიური კვლევა გასულ წელსაც აწარმოეს და.შეისწავლეს ქარსაცავი ზოლები, სკვერებისა და რეკრეაციულ ზონებში მრავალწლოვანი ნარგავების მდგომარეობა.

როგორც კვლევამ აჩვენა, არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა, რადგამ არ ხდება ქარსაცავი ზოლების მოვლა და განახლება. იგივე მდგომარეობაშია სკვერები და რეკრეაციული ზონებიც. მრავალწლოვანი ხეების ასაკი 50 წელს გადაცილებულია და იშვიათად მოიძებნება მათ შორის ახალგაზრდა ნარგავები. 

თხილნარის კულტურის სახლის ეზოში ფიჭვების ხეივანში ზოგიერთი ფიჭვის ხე ხმება დაუდგენელი მიზეზების გამო. ამ ხეივანში დასვენება ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა. ამის შესახებ მოსწავლეებმა აცნობეს სოფლის თემს და ერთობლივად გადაწყვიტეს უფრო მეტად იზრუნონ მრავალწლოვან ნარგავებზე არასაკარმიდამო ტერიტორიებზე. თემის წარმომადგენლები მოსწავლეებს შეპირდა, რომ შემოდგომაზე გამხმარი ხების ადგილს ახალი ნარგავებით შეივსება.