თბილისის 31-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "დრიადებმა“ ნიკო კეცხოველის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება განახორციელეს, რომელსაც სკოლის 9,10 და 11 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ფილმის დაწყებამდე ბიოლოგიის მასწავლებელმა მოკლე ბიოგრაფიული მონაცემებით წარადგინა ბოტანიკოსი, ისაუბრა მის აღმოჩენებსა და პროფესიულ ცხოვრებაზე. დოკუმენტური ფილმის ჩვენების ბოლოს აუდიტორიაში გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმი.
ეკოკლუბი„ "დრიადები“ აღნიშნული ღონისძიებებით ცდილობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში და თემში, რათა უფრო მეტმა შეიტყოს დიდი საზოგადო მოღვაწისა და ბოტანიკოსის შესახებ არსებული ინფორმაცია.
მოცემული აქტივობა მოიცავს გარემოს მდგრადი განვითარების მიზნებიდან: სათემო განვითარება