სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიოტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლის გუნდის მიერ მეორე შეხვედრაზე შემუშავებული სამოქმედო გეგმის საფუძველზე , მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი სათაურით: "ნიკო კეცხოველის ბიოგრაფია".
"ჩვენი მიზანი მოსწავლეებისთვის მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდის გაცნობა იყო, თითოეული მათგანი კი უკეთ გათვიცნობიერებას შეძლებს ამ ადამიანის წვლილისა და მიღწეული შედეგების , რათა ჩვენ ყველამ გავიმეოროთ მისი ნაბიჯები და ვიაროთ ერთად მწვანე მომავლისკენ" - ამბობს სოფელ არლის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ლიდერი, ეთერ კაჭკაჭიშვილი.
ადიგენის სოფელ არლის სკოლა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.