ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ჩართულნი არიან ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა გარემოსდაცვითი საკითხისა და თემის განხილვაში, რაც მათთის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ბოლო შეხვედრის დროს ანდეზიტის სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ისაუბრეს საარსებო გარემოზე. მოსწავლეებმა განიხილეს რა მნიშვნელობა აქვს ცოცხალი ორგანიზმებისთვის და მათ შორის ადამიანისთვის ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას. ასევე ისაუბრეს დაბინძურებული გარემოს უარყოფით შედეგებზე და მოიყვანეს სხვადასხვა მაგალითები.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის სკოლა ნიკო კეცხოველის სახელობის გარემოსდაცვით სასკოლო კონკურსში მესამე წელია ჩართულია.