თბილისის 169-ე სკოლაში “საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” აღინიშნა

2 სექტემბერს “საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” აღინიშნება. ეს დღე 2000 წელს დადგინდა ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საერთაშორისო თარიღი მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედითა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას. 

თბილისის 169-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბმა გადაწყვიტა ამ დღის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა მოსახლეობისათვის. ამ მიზნით ბავშვებმა დაამზადეს სპეციალური ბუკლეტები და დაარიგეს დიღმის მასივის მე-2 და მე-3 კვარტალში.

აღნიშნული აქტივობით მოსწავლეებმა მოქალაქეებს მოვუწოდეს, რომ ერთი დღით თავი შეეკავებინათ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილებულიყვნენ ფეხით ან გამოეყენებინათ ალტერნატიული და ჯანსაღი ტრანსპორტი- ველოსიპედი .