ჩაქვის N1 სკოლის ეკოკლუბის, "მწვანე გუშაგების “ ინიციატივით სკოლაში გამოიყო მაკულატურის შეგროვებისათვისათვის კუთხე, სადაც მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი ათავსებდა მაკულატურას.
განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მაკულატურა დაგროვდა ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ, როცა მოხდა სასწავლო რესურსების გადახალისება და ახლით ჩანაცვლება. თუმცა საჭირო იყო მაკულატურის დახარისხება და დაფასოება.
ამ მიზნით სკოლის დაწყებამდე ორი დღით ადრე შეიკრიბნენ "გუშაგები“მასწავლებლის ხელმძღვანელობით დაახარისხეს, შესაბამის ტომრებში მოათავსეს და შესაბამის მიმღებ პუნქტში ტრანსპორტირებისათვის გაამზადეს საკმაო რაოდენობის მაკულატურა.
"ამით ჩვენი პატარა წვლილი შევიტანეთ ბუნების დაცვის საქმეში, რამეთუ ჩვენს მიერ შეგროვებული მაკულატურის მეორადი დამუშავებით დაიზოგება რამდენიმე ძირი ხე. მსგავსი აქტივობები გაგრძელდება მომავალშიც" - ამბობს ჩაქვის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ლიდერი, ანუკი დავითაძე.