მინდია აბაშიძის სახელობის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი კალენდარის მიხედვით მნიშვნელოვანი საერთაშორისო (ოზონის შრის ,წყლის მონიტორინგისა და ნულოვანი ემისიის) დღეები აღინიშნა.
21 სექტემბერი ნულოვანი ემისიის დღეა. ეკოკლუბის წევრებმა ჩაატარეს სემინარი და სახალისო კონკურსი ამ დღესთან დაკავშირებით. სემინარის თემები იყო: ენერგოეფექტური სახლები და გეოთერმული თბურები, მზის ბატარეები, დაბალი ნულოვანი ემისიის მქონე ავტობუსები (ტრანსპორტი), ნარჩენებისაგან წარმოქმნილი გაზების მინიმალური გაფრქვევა ატმოსფეროში.
მოსწავლეებმა განიხილეს კლიმატის ცვლილების გამომწვევი ძირითადი მიზეზების სათბურის ეფექტის მქონე აირების (ნახშირორჟანგისა და მეთანის) კონცენტრაციის შემცირება ატმოსფეროში. ისაუბრეს რამდენად არის ჩართული ადამიანი კლიმატის ცვლილებაში - წიაღისეული საწვავის არარაციონალური მოხმარებით, უკონტროლო ინდუსტრიული გაფრქვევებით, პესტიციდების ჭარბი გამოყენებით და სხვა.
დაგეგმეს მეტყევესთან ერთად საშემოდგომოდ ხის ნერგების დარგვა, რადგან მხოლოდ ასე შენარჩუნდება ტყეები და ამით დაეხმარებიან გარემოს ჟანგბადის რეპროდუქციაში, სინოტივის შენარჩუნებაში და ატმოსფეროში მტვრიანობის შემცირებაში.