20 სექტემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "ტელუსი", ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.
გეგმის ფარგლებში ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ შექმნან გარემოსდაცვითი ფესტივალი: "Telusi-Nature protection festival". ფესტივალი სამდღიანია და მასში ჩართული იქნება სხვადასხვა სკოლის ოცდაათამდე მოსწავლე,
ეკოკლუბელების განცხადებით, ფესტივალი დატვირთული იქნება ვორქშოფებით, ლექციებითა და გარემოსდაცვითი აქციებით.