მესტიის სოფელ ფარის სკოლაში წყლის მონიტორიინგის დღე აღინიშნა

18 სექტემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლაში წყლის მონიტორიინგის დღე აღინიშნა. ეკოკლუბის წევრებმა, სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია სასმელი წყლის შესახებ ისაუბრე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სუფთა წყალი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. 

ბავშვებმა ასევე ისაუბრეს პრობემებზე, რომელიც რეგიონში სასმელ წყალთან არის დაკავშირებულია. სოფლებში არ ხდება წყლის მონიტორინგი,ლაბორატორიული კვლევა სასმელი წყლის ვარგისიანობაზე. ეკოკლუბის წევრებმა ასევე წარადგინეს რეზენტაცია მათ მიერ ჩატარებულ კვლევაზე. სწორედ ამ კვლევის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ სკოლის სასმელი წყალი შეიცავს რისკ-ფაქტორებს მათი ჯანმრთელობისთვის.

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას გააცნეს ის რეკომენდაციები, რაც კვლევის ფარგლებში შეიმუშავეს და დირექციასთან ერთად განიხილეს პრობლემის მოგვარების უსწრაფესი გზა. ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს გარეგნულად შეესწავლათ სოფლის სამელი წყალი, რომელიც ცალკე გამოყოფილია სოფლის მოსახლეობის მიერ.

ეკოკლუბის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ წყალი დიდი ხნის განმავლობაში არის ავზში დაგუბებული, რომელიც არ გაწმენდილა დაახლოებით 3-4 წელია და სავსეა სილით. ასევე წყლის ზედაპირზე მტვრის ლაქები შეინიშნება. წლის ავზში ადვილად ხვდება სხვადასხვა მწერი თუ ქვეწარმავლები. შეხვედრის დასასრულს ეკოკლუბის წევრების მიერ დაიგეგმა კამპანია, რომლის ფარგლებში მოსახლეობასთან ერთად განიხილება პრობლემა და მის მოგვარების გზებიც ერთობლივად დაისახება.