"ქართული სასწავლებლის" ეკოკლუბელების აქტივობები გერმანელ თანატოლებთან ერთად

თბილისის სკოლა "‘ქართული სასწავლებლის“ ბავშვებთან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან გერმანიის ქალაქ დიურენის წმინდა ანგელას სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები. მდგრადი განვითარების კლუბის ბავშვებმა მოაწყვეს ვორქშოპი თემაზე „თამბაქო და მოზარდი“.

კლუბის წევრებმა სტუმრებს გააცნეს მათ მიერ სკოლაში ჩატარებული კვლევის“ რატომ ხდება მოზარდი თამბაქოს მომხმარებელი“ შედეგები . შემდეგ გერმანელმა მოზარდებამა შეავსეს კლუბის მიერ შედგენილი კითხვარები , სადაც დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და გამოცდილება ამ საკითხის შესახებ. 

შეხვედრის დროს ბავშვებმა გამოთქვეს სურვილი ითანამშრომლონ ერთობლივი პროექტის “მოზარდი და ჯანსაღი ცხოვრების წესი“-ის ფარგლებში. აღნიშნული აქტივობა ემსახურება მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანს : მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად