სოფელ კისისხევის სკოლის ეკოკლუბელის დაკვირვება ფუტკრებზე

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანეების" საინიციატივო ჯგუფის წევრი, მე-9 კლასის მოსწავლე ვალერი ლაზარიაშვილს ს მოშენებული ჰყავს ფუტკარი, რომელსაც უვლის და დაკვირვებას აწარმოებს მათზე. ვალერი ეკოკლუბის წევრებს მოუწოდებს თავადაც მოაშენონ ფუტკრები, რომელთა მოვლა და დაკვირვება საკმაოდ საინტერესო პროცესია.

მსოფლიოში აღიარებულია, რომ ქართული ფუტკრის თაფლი ეკოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე სუფთა და ამავდროულად გემრიელია. ქართული ფუტკარი ხორთუმის სიგრძით სხვა ქვეყნის ფუტკრებს სჭარბობს,  მაღალპროდუქტიულობითა და სხვა უნიკალური თვისებებით მსოფლიოში უნიკალურ ფუტკრის ჯიშად ითვლება. ქართულმა ფუტკარმა 3-ჯერ მოიპოვა ოქროს მედალი მეფუტკრეთა საერთაშორისო კონგრესზე.

აღნიშნული სამეურნეო-ბიოლოგიური თვისებების გამო ქართული ჯიშის ფუტკრის მოშენება მსოფლიოს სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს, ასე, რომ მსოფლიო გენოფონდის კუთვნილი ქართული ფუტკრის დაცვა, შენარჩუნება და გამრავლება ქვეყნის პრიორიტეტად უნდა იყოს მიჩნეული.

ფუტკრები, ლათინურად Apoidea, მწერების სიფრიფანაფრთიანების რიგს მიეკუთვნება.სხეულის სიგრძე 1.5-5 მმ. აღწევს, აქვს მლოკავ-მღრღნელი პირის აპარატი,ქვედა ყბა და ქვედა ტუჩი წაგრძელებული აქვს ხორთუმად, დაფარულია ბუსუსებით,ამ ბუსუსებით აგროვებენ ყვავილის მტვერს. ზეოჯახში 20 ათასამდე ფუტკარია, სკის უფროსი დედაფუტკარია, შრომითაც დედაფუტკრები შრომობენ.წელიწადში ორჯერ გაზაფხულსა და შემოდგომაზე იძლევიან დაახლოებით 35-36 კგ. თაფლს.