ჩხოროწყუელმა მოსწავლეებმა წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე აღნიშნეს

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის პირველი საჯარო სკოლის ეკოკლუბმა და ოჩხომურის სკოლის მოსწავლეებმა ერთად აღნიშნეს წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე. ამ დღეზე ინფორმაცია მოსწავლეებს მიაწოდა კლუბის ლიდერმა მარიამ ჯიქიამ. ხოლო წყლის შესახებ შეკითხვებით საუბარი წარმართა ხელმძღვანელმა მასწავლებელმა. 

ბავშვები ჩაებნენ დისკუსიაში. ისინი პასუხობდნენ, მსჯელობდნენ. ისაუბრეს წყლის სისუფთავის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მიეცათ დავალება, მოიფიქრონ თავიანთ ოჯახებში როგორ შეძლებენ წყლის რაციონალურად გამოყენებას.

ეკოკლუბის წევრების ერთმა ჯგუფმა დაგეგმა, რომ უახლოეს მომავალში წყლის ეკონომიურად გამოყენებაზე პატარა ვიდეოს გააკეთებენ და თანატოლებს წარუდგენენ.