ქარელის N2 სკოლაში აქცია "მაკულატურის სიკეთე“ იწყება

შიდა ქართლში, ქარელის მე-2 საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა "სკაუტებმა" სექტემბრის თვეში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მოსწავლეებმა დაგეგმეს აქცია სახელწოდებით "მაკულატურის სიკეთე“ 

ამ აქციისთვის საჭირო მაკულატურის შესაგროვებელი მუყაოს ყუთების გაკეთება და ქარელის მუნიციპალიტეტში არსებული სამსახურებში განთავსება . თანამშრომლებთან ინფორმაციული შინარსიის შეხვედრა თემაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მეორადი ქაღალდის ნარჩენების ისეთი მართვა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ნარჩენების მიერ ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ რესურსებზე მიყენებულ ზარალს. 

სამუშაოს შეხვედრას ესწრებოდნენ: სალომე ჩუბინიძე, ლევან ფილიშვილი,ნიკა მღებრიშვილი,სალომე მაისურაშვილი,ირინე საზანდრიშვილი,ბექა ხათაშვილი,ნიკა კოკუაშვილი, ნიკა აბაშიშვილი, ტატო ცხოვრებაძე.