გელათელი მოსწავლეები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ!

8 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისში გაიმართა აქცია გლობალური მობილიზაციის დღის აღსანიშნავად , სახელწოდებით "იმოქმედე კლიმატისთვის'. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით მსვლელობა პოსტერებითა და ტრანსპარანტებით ახალგაზრდობის სასახლიდან დაიწყო და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა. 

აქციას შეუერთდა, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ  გელათის საჯარო სკოლის ეკო-კლუბი "გაენათი". აქციის მონაწილებმა ისაუბრეს ალტერნატიული ენერგიის შექმნაზე, გარემოში სითბური აირების შემცირებაზე. 

კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბროლა ადგილობრივი პოლიტიკის პრიორიტეტი უნდა გახდეს და ქალაქებმა 2050 წლისათვის 100% განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლა დაიწყონ. აქცია გაშუქეებული იქნა ადგილობრივი მედიასაშუალებებით.