ქობულეთის სოფელ აჭყვისთაველი ეკოკლუბელები ტყის ბუნებრივი განახლების ხელშემწყობ ღონისძიებებს გაეცნენ

ქობულეთის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "თეთნულდის“ წევრები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ მაღალმთიანი აჭარის სუბალპური ზონის გასაცნობად. ამასთან დაკავშირებით კლუბი დაუკავშირდა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მთავარ სპეციალისტს სულხან დავითაძეს და დაიგეგმა მორიგი საინტერესო აქტოვობა. 

16 სექტემბერს, ოზონის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ეკო კლუბელები ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ზეგნის სატყეოს ეწვივნენ. ეკოკლუბელებს ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით ლექცია-სემინარები ჩაუტარდათ, სადაც გაეცნენ სუბალპურ სარტყელში (გოდერძი) ტყის ბუნებრივი განახლების ხელშემწყობ ღონისძიებებს. 

ბოლოს აჭყვისთაველმა მოსწავლეებმა მოინახულეს გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი.