სომხეთში ხეების უკანონოდ გაჩეხვისთვის სასჯელი გაამკაცრეს

სომხეთის მთავრობამ ხეების უკანონოდ გაჩეხვისთვის სასჯელის გმკაცრების ინიციატივა მოიწონა. თუკი წინათ კანონის ამ მოცემული პუნქტის დარღვევისთვის ადამიანს ჯარიმა ან ორთვიანი პატიმობა ემუქრებოდა, ახლა ციხეში ორი წლით შეიძლება მოხვედრა.

ამ წინადადების ინიციატორებს არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ წინა სასჯელი – ორი თვით თავისუფლების აღკვეთა – საკმარისად მკაცრი არ იყო, ამიტომაც ხეების უკანონოდ ჭრა გრძელდებოდა. სავარაუდოდ, კანონის გამკაცრებამ პრობლემის გადაჭრას უნდა უშველოს.

სომხეთში ტყეების მასშტაბური გაჩეხვა ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისი იყო. ბევრისთვის გათბობის ერთადერთ საშუალებას სწორედ ხე-ტყე წარმოადგენდა. შედეგად კი მთელ ქვეყანაში ტყის მასივები საგრძნობლად შემცირდა.

თუმცა, ხეების უკანონოდ ჭრა ახლაც გრძელდება. გასულ წელს სომხეთის მხოლოდ ერთ ოლქში – ტავუშის ოლქში – 13 ათასი ხე მოჭრეს.

წყარო: jam-news.net