მსოფლიო დასუფთავების დღის აღნიშვნაში კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაც ჩაერთო

15 სექტემბერს, მსოფლიო დასუფთავების დღეს, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მარიამ გონგაძემ და ელენე გურგენიძემ მიიღეს მონაწილეობა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. 

როგორც იცით, 2010 წლიდან საქართველოც ჩართულია პროექტში სახელწოდებით „Clean Up Georgia” რომლის მიზანია გარემოს ნარჩენებისგან გათავისუფლება, მათი გადამუშავება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მრავალი ახალგაზრდა ჩაერთო ამ პროექტში. კომაროვის სკოლის მონაწილეობით დასუფთავდა თბილისის დენდროლოგიური პარკი.