ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბ Nature-ს წევრებს დღეს არსებული მდგომარეობის გამო, რომელიც კორონავირუსმა გამოიწვია იძულებით სახლში ყოფნა უწევთ და ისე აქტიურად ვეღარ აგრძელებენ გეგმის მიხედვით შეასრულონ აქტივობები.
მიუხედავათ ამისა, ეკოკლუბის წევრები მაინც აგრძელებენ გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას. ეკოკლუბელებმა გადაწყვიტეს საკუთარ ეზოში პატარა ბაღი მოაწყონ ყვავილები და ახალი ნარგავები გააშენონ. ეს ისედაც მათი საყვარელი საქმეა.
"გავამწვანოთ ჩვენი ეზო" - ამ დევიზით ეკოკლუბის წევრებმა მარი მამულაძემ, დებმა მარიამ და ლიზი დავითაძემ თავიანთი ბაღი ახალი ყვავილის ნერგებით გაალამაზეს. მათ თავიანთ თანატოლებსაც მოუწოდეს ჩაერთონ ამ აქციაში. დარჩნენ სახლში და აკეთონ თავიანთი საყვარელი საქმე - გაამწვანონ ეზო.