თბილისის N169 სკოლის ეკოკლუბელებმა ორკვირიანი სამოქმედო გეგმა დასახეს

14 სექტემბერს შედგა, თბილისის N169 საჯარო სკოლის ეკოკლუბის პირველი შეხვედრა არდადაგების შემდეგ. შეხვედრაზე მოსწავლეებმა შეაჯამეს ზაფხულში განხორციელებული აქტივობები და დასახეს ორკვირიანი სამოქმედო გეგმა.

ეკოკლუბელები შეთანხმდნენ, რომ კლუბის შეხვედრა ექნება თვეში ორჯერ, პარასკევ დღეს. ამჯერად, მათი შეხვედრის მთავარი მიზანი, ავარიით დაზარალებული სამეგრელოს სოფელ კირცხის ეკოკლუბის ლიდერის დახმარება გახლდათ. თბილისელი ბავშვები შეთანხმდნენ, რომ მოაგროვებენ გარკვეული თანხას და მცირე დახმარებას გაუწევენ გტანატოლს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: დათო ხვედელიძე, მიკა კოპალიანი, ნინი ოთარაშვილი, ნინი ყრუაშვილი, ანასტასია მარტაშვილი, ელენე კრასოვსკი, ლიზი ბიბილეიშვილი, ნინი გენებაშვილი, ნინო მოძღვრიშვილი, ნინი ჭანტურიძე, მარი ყოლბაია და თიკო გაგუა.