საჩხერის სოფელ ჭალაში დასუფთავების აქცია "მშვიდობის კორპუსის" წარმომადგენელთან ერთად მოეწყო

"მშვიდობის კორპუსის" მოხალისემ, საჩეხრის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში - ნიკოლ ნაბმა, ჭალის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ ჰელიოსის წევრებთან ერთად დასუფთავების აქცია მოაწყო. 

აქციის ფარგლებში დასუფთავდა სკოლის შიდა და მიმდებარე ტერიტორია, ასევე მდინარე ყვირილას სანაპირო და სოფელ ჭალის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორია. 

ნიკოლ ნაბი ამბობს, რომ დაინტერესებულია ეკო-კლუბის საქმიანობით, გარემოს დაცვის იდეით და ბავშვების მიერ დაგეგმილ მომავალ ღონისძიებებშიც დიდი სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას.