აჭარაში, სოფელ თხილნარის N1 სკოლაში ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

16 სექტემბერი ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით გჰამართულ სამუშაო შეხვედრაზე, აჭარაში, სოფელ თხილნარის N1 სკოლის ეკოკლუბელები გაეცნენ ოზონის შრის დაცვის, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე განხორციელებულ ღონისძიებებს. გაეცნენ მონრეალის ოქმს და ისაუბრეს „ოზონდამშლელ ნივთიერებების შესახებ“. 

მოსწავლეებმა მოიპოვეს კვლევის მასალები, თუ რამდენად ასრულებს ჩვენი ქვეყანა დაკისრებულ მოვალეობას, ხმარებიდან ამოვიღოთ ოზონდამშლელი ნივთიერების მოხმარება. კლუბის წევრებმა შეაგროვეს მონაცემები, რა დონით მოიხმარს მათი სოფლის მოსახლეობა ოზონდამშლელი ნივთიერების შემცველ საოჯახო ტექნიკას, რა ინფორმაციას ფლობს ოზონის შრის დაცვის შესახებ. 

ბავშვებმა შეძლებისდაგვარად მოსახლეობაში აღწერეს სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების საოჯახო ტექნიკა და მათში ოზონდამშლელი ნივთიერების შემცველობა.