დასუფთავების მსოფლიო დღეს წინანდლელი მოსწავლეებიც შეურთდნენ

კამპანია "დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში წინანდლის ეკოკლუბელებმა დაასუფთავეს სოფლის პირველი საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია, სკვერი და გზისპირა ადგილები. ასევე თვალსაჩინოდ, გამოაკრეს გარემოსდაცვითი პლაკატები და მოუწოდეს უბნის მოსახლეობას დაიცვან თავიანთი გარემო დაბინძურებისაგან.

დასუფთავების აქციას ხალისით შეუერთდნენ უბნის მოხალისე ბავშვები.დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს უფროსებმაც.განსაკუთრებით დიდი გულისტკივილი გამოთქვა უბნის მცხოვრებმა ქალბატონმა ეთერიმ, რომელმაც აღნიშნა,რომ მიუხედავად იმის,რომ აქვე დგას ნაგვის ურნა, მოსახლეობა მაინც ყრის ნარჩენებს სადაც მოხვდებათ იქ მან აღნიშნა ისიც, რომ მას ხშირად უწევს შეახსენოთ უბნის მოსახლეობას-დაიცვან სისუფთავე.

ეკოკლუბელები აქტიურად გააგრძელებენ გარემოს დასუფთავებას სხვადასხვა ადგილებსა და ტერიტორიებზე,რომელიც მაგალითი იქნება სხვებისათვის. ისინი უბნის მოსახლეობა შეპირდნენ, რომ კვლავ მოინახულებენ ამ უბანს, აწარმოებდნენ მონიტორინგს და ნახავდნენ შედეგი გამოიღო თუ არა მათმა მცდელობამ.