მსოფლიოს დასუფთავების დღე ჩხოროწყუს სოფელ კირცხში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის თემის პირველი საჯარო სკოლის ეკოკლუბი, მსოფლიოს დასუფთავების დღისთვის საგანგებოდ ემზადებოდა. სანამ 15 სექტემბერი დაგდებოდა, ისინი შეუერთდნენ ორგანიზაცია კერხერ-კავკასიას, რომელშიც საქართველოსთან ერთად გაერთიანებულია მსოფლიოს 150 ქვეყანა. 

დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ ჩხოროწყუში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო, თანადგომა 1, ჩხოროწყუში არსებული ეკოკლუბები, გამგეობა, საჯარო სამსახურები, აიპები და რაც მთავარია, თემის მოსახლეობა. ეკოკლუბ "კირცხი და ძელქვების" ერთმა ნაწილმა და უბნის მოსახლეობამ დაასუფთავა მდინარე ჭანისწყლის სანაპირო. მეორე ნაწილი მუნიციპალიტეტის საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიას ასუფთავებდა. 

ამ სანაპიროზე შეგროვდა 43 ტომარა პოლიეთილენის ნარჩენი. ბავშვებმა მდინარის ნაპირზე, ნახეს წყლის მიერ მოტანილი ფიჩხები. მათ მოსახლეობას აუხსნეს რა მნიშვნელობა აქვს ამ ფიჩხების მოხმარებას შეშად. რომ ამით დაიზოგება ხეების სიცოცხლე. ამ დღეებში ამ ფიჩხებსაც მოაგროვებენ.