სოფელ კირცხის N1 სკოლის ლაბორატორია ქიმიური რეაქტივებით ეკოკლუბის დახმარებით აღიჭურვა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის პირველ საჯარო სკოლას, 2019 წელს რეაბილიტაცია გაუკეთა "ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა". სკოლის შენობაში გამოიყო თანამედროვე დანადგარებით, ხელსაწყოებით, გამწოვი და უსაფრთხოების საშუალებებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია. მაგრამ გამოჩნდა პრობლემა. განათლების სამინისტროს მიერ გაგზავნილი ქიმიური რეაქტივების რაოდენობა, საჭირო ექსპერიმენტების 10%-ის ჩატარებასაც ვერ უზრუნველყოფდა. სკოლას კი საჭირო თანხა არ აღმოაჩნდა დამატებით შესაძენად  და ამ საკითხის მოგვარება გადაიდო მომდევნო სასწავლო წლისთვის.

სკოლის ეკოკლუბმა გადაწყვიტა ამ საკითხის მოგვარება. მათ შეადგინეს პროექტი. აღწერეს პრობლემა. დასახეს გადაჭრის გზები. დაგეგმეს აქტივობები. მოიძიეს ისეთი სპეციალური მაღაზია, სადაც შედარებით იაფად შეიძლებოდა მცირე რაოდენობის რეაქტივების შეძენა.

აღნიშნული პროექტი წარუდგინეს სკოლის სამეურვეო საბჭოს და მათ მიიღეს დაფინანსება. ქიმიური რეაქტივების ნაკრები, რომელიც თითქმის ორი სასწავლო წლის სამყოფია, 

სამწუხაროდ ამის შემდეგ დაიწყო პანდემია და სასწავლო პროცესი შეწყდა. თუმცა, მომავალ სასწავლო წელს, ეკოკლუბელების მონდომებით, მომავალ წელს შეეძლებათ საგაკვეთილო და კლასგარეშე სახალისო ცდების ჩატარება, რაც მოსწავლეთა უკეთესად სწავლებას ხელს შეუწყობს. ეს კი, გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის შესაბამისია.