კასპის N2 სკოლის მოსწავლეებმა ქალაქში ეკოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარეს

2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე, აქტიური იყო ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის კიდევ ერთი მონაწილე, ქალაქ კასპის მეორე საჯარო სკოლის ეკოკლუბი სახელწოდები: "ფორისტები".

"ფლორისტებმა“ ამჯერად გადაწყვიტეს, მოესმინათ ქალაქ კასპის მოსახლეობის აზრი ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, ჩატარდა გამოკითხვა,რომელშიც მოანაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ასაკის ადამიანებმა. 

ახალგაზრდა "ფლორისტებმა“ მოსახლეობისგან მიიღეს პასუხები კითხვებზე,რომლებიც ეხებოდა რაიონის ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.გამოკითხულთა უმეტესობა აცხადებს, რომ კასპში ეკოლოგიური ვითარება საკმაოდ მძიმეა და სათანადო რეაგირებას აუცილებლად საჭირეობს.