სოფელ წინანდლის სკოლის მოსწავლეები თელავის ნაგავსაყრელის ფუნქციონირებას გაეცნენ

კახეთში, სოფელ წინანდლის ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს მონიტორინგი ეწარმოებინათ სოფლის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც დღეს უფრო სუფთად გამოიყურება, ვიდრე ადრე, მაგრამ იყო შემთხვევა, როდესაც ზოგიერთ ნაგვის ურნასთან მაინც ეყარა ნარჩენები, ასევე იყო გარკვეული ადგილები, რომელიც იყო დანაგვიანებული.

ეკოკლუბის წევრებმა თავად განათავსეს ნაგვის ურნებში და მაგალითი მისცეს სხვებს. ეკოკლუბელები დაინტერესდნენ სად ხვდებოდა სოფლიდან გატანილი ნარჩენი და გადაწყვიტეს მოენახულებინათ თელავის ოფიციალური ნაგავსაყრელი. 

ნაგავსაყრელზე სტუმრობისას ისინი გაესაუბრნენ ადმინისტრაციის წარმომადგენელს და ბევრი საინტერესო რამ შეიტყვეს.(მაგალითად, რომელი რაიონებიდან იყრის თავს და როგორ ხდება ნარჩენების განთავსება აქ. როდესაც ნარჩენებით დატვირთული მანქანა შევა ნაგავსაყრელზე, იწონება, მონიტორი უჩვენებს წონას, რომელ საათზე შევიდა მანქანა, რა ტევადობის, რა სანომრე ნიშნით და აშ... 

შემდეგ ხდება ნარჩენის განთავსების უჯრედში, შემდეგ იწონება ტარა, იანგარიშება სუფთა წონა, ოპერატორი აწარმოებს აღრიცხვას. უჯრედის შევსების შემდეგ კი ხდება გადაფარვა თიხა მიწით, ხდება დატკეპვნა კონსერვაცია..

ეკოკლუბის წევრებმა ასევე შეიტყვეს, რომ რამოდენიმე წელში იგეგმება გურჯაანში ევროპულ სტანდარტებზე გათვლილი დიდი ნაგავსაყრელის მშენებლობა, გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, სადაც მოხდება ნარჩენის ადგილზე სეპარირება და გარკვეული პროდუქციის წარმოება.

ეკოკლუბელებისთვის ეს ვიზიტი ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა. ისინი მადლობას უხდიან ნაგავსაყრელის ადმინისტრაციას. აქტივობაში მონაწილეობდნენ: სალომე დავითაშვილი, ალეკო სალუაშვილი, ნანიკო ლუარსაბიშვილი, ელენე კობიაშვილი, თამარი შინჯიკაშვილი, ნატალი გიოშვილი, ნიკა ხუცაიძე, ალექსანდრე საგინაშვილი.