გურიაში ბავშვებმა გენდერულ საკითხებზე კვლევა ჩაატარეს

გურიაში, ოზურგეთის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა. გენდერული თანასწორობის საკითხს რამდენიმე აქტივობა მიუძღვნეს. კლუბში ასევე დაგეგმილია სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად ერთობლივი აქტივობების განხორციელება. 

რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენ სკოლაში? ამ საკითხით დაინტერესდა დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრი თეონა ფუტკარაძე, რომელიც ეკოკლუბის ხელმძღვანელთან ერთად შეეცადა გაერკვია გენდერულ ჭრილში სკოლაში თანამშრომლები რამდენი ქალი, რამდენი მამაკაცი, მასწავლებლები რამდენი ქალი, რამდენი მამაკაცი, ასევე მოსწავლეთა რაოდენობა: გოგონები და ვაჟები. 

კვლევის შედეგად დადგინდა: სკოლაში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა-365 მოსწავლეთა რაოდენობა გენდერულჭრილში 165 (გოგო) მოსწავლეთა რაოდენობა გენდერულ ჭრილში 200 (ვაჟი) სკოლაში თანამშრომელთა საერთო რაოდენობა-45 თანამშრომელთა რაოდენობა გენდერულ ჭრილში- 36 ( ქალი) თანამშრომელთა რაოდენობა გენდერულ ჭრილში- 9 (კაცი) მასწავლებელთა რაოდენობა საერთო რაოდენობა -35 მასწავლებელთა რაოდენობა გენდერულ ჭრილში - 30 (ქალი) მასწავლებელთა რაოდენობა გენდერულ ჭრილში - 5 (კაცი).

ძალიან საინტერესო გამოდგა შედეგები, რომელიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა. ინფორმაციის გაცნობა და მსჯელობა გენდერულ საკითხებზე ეკოკლუბის წევრების მორიგ შეხვედრაზე გაგრძელდება...