დასუფთავების აქცია მცხეთის სოფელ გალავნის სკოლაში

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მართვეს " წევრებმა, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, ნიკო კეცოხველის სახელობის სასკოლო კონურსის ფარგლებში მოაწყვეს სკოლის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია.

ეკოკლუბელებმა მოაწესრიგეს სკოლის ეზო, გაამზადეს 17 სექტემბრის ღონისძიებისთვის. აქციაში კლუბის წევრების გარდა მონაწილეობდნენ მშობლები და სკოლის მოსწავლეები. 

მცხეთის სოფელ გალავნის საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სახელობის 2019 წლის სასკოლო კონკურსის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა.