გორის N5 სკოლის "მწვანე გეგმები" ახალ სასწავლო წელს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთ კვირაზე ნაკლები დარჩა. ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში მონაწილე გორის #5 საჯარო სკოლის გუნდის წევრები მორიგ სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბნენ. ბავშვებმა ერთმანეთს გააცნეს ზაფხულის განმავლობაში შეგროვებული ინფორმაცია და განიხილეს კონკურსის დარჩენილ პერიოდში შესასრულებელი სამუშაოები. 

შეხვედრაზე გამოყვეს ჩვენი ქალაქისა მიკრორაიონისათვის (რომელ რაიონშიც #5 სკოლა მდებარეობს) ყველაზე პრობლემატური საკითხები. მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება და განახლდება გუნდის საინტერესო საქმიანობა დანარჩენ წევრებთან ერთად. მანამდე კი გუნდის წევრებმა სკოლის სასწავლო წლის დაწყებისათვის მზაობის შესწავლის ფარგლებში სკოლის მწვანე კუთხეები (სადაც ქოთნის ყვავილებია განთავსებული) დაათვალიერეს. 

ყველა ქოთნის ყვავილი მათ გასახარად კარგ მდგომარეობაშია. მალე ამ მწვანე კუთხეებს ახალი „ბინადრები“ შეემატება. სკოლის ეზოში ის მონაკვეთები მოინიშნეს სადაც ამ შემოდგომაზე (როცა მცენარეთა დარგვის ბუნებრივი პერიოდი დგება) მწვანე ნარგავები ჩაირგვება და სკოლის ეზო კიდევ უფრო კომფორტული გახდება.