ზუგდიდის სოფელ ჩხორიის სკოლის ეკოლუბმა მზის საერთაშორისო დღე აღნიშნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის ეკო კლუბელებელები იცავენ ყველა რეკომენდაციებს და  #დარჩისახლში რეჟიმით აგრძელებენ მუშაობას.

ეკოკლუბელმა გვანცა გერგედავამ ჩაწერა ვიდეო მზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. ვიდეო საინფორმაციო ხასიათისაა და გასაგებადაა გადმოცემული მზის როლი დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნებაში, მის მნიშვნელობაზე დედამიწის ეკოლოგიის განსაზღვრაში.

მოსწავლემ სხვადასხვა ნახატებისა და სურათებისაგან შექმნა კოლაჟი და თავისი დამოკიდებულება გამოხატა მზის დღესასწაულის მიმართ.

მზის ენერგიის საერთაშორისო ასოციაციის ევროპული ფილიალი 1994 წლიდან ნებაყოფლობით ყოველწლიურად მზის დღეს აღნიშნავს.