თბილისის 31-ე სკოლის ეკოკლუბელებმა შემდეგი 10 აქტივობა დაგეგმეს

თბილისის 31-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბ „დრიადების“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ შეხვედრაზე , გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან. გუნდის წევრებმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნეს სამოქმედო გეგმა, სადაც მოცემულია 10 დაგეგმილი აქტივობა.

კერძოდ : 1) დოკუმენტური ფილმი ნიკო კეცხოველზე გარემოსდაცვითი მულტფილმი „ ბოცო და გვანცას “ ჩვენება. 2) გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის მოწვევა 31-ე საჯარო სკოლაში. 3) გარემოსდაცვითი ვიქტორინა. 4) ლექციური ტიპის გაკვეთილი:ჰაერი. 5) ლექციური ტიპის გაკვეთილი: ნარჩენების მართვა. 6) ლექციური ტიპის გაკვეთილები: ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია. 7) ლექციური ტიპის გაკვეთილები: კლიმატის ცვლილება. 8) ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეზე , ზოოპარკის დირექტორის მოწვევა. 9) მეტყევის საერთაშორისო დღე ,მეტყევე/რეინჯერთან შეხვედრა. 10) გარემოსდაცვითი გასვლითი ღონისძიებები, გასართობ-შემეცნებითი გარემოსდაცვითი თამაში. 

შეხვედრაზე თითოეული პუნქტი დეტალურად იქნა განხილული. ისაუბრეს განხორციელების გზებზე , სკოლების ჩართულობასა და ერთობლივ სამუშაოზე. აღნიშნული შეხვედრა მოიცავს მდგრადი განვითარების მიზნებიდან შემდეგ პუნქტს: სათემო განვითარება.