კვლევა: 21-ე საუკუნეში, მესტიის სოფელ ფარის სკოლაში "ორმო ტუალეტით" სარგებლობენ

მესტიის სოფელ ფარის სკოლის ეკოკლუბმა საკუთარ სკოლაში  ჩაატარა კვლევა წყალთან, ჰიგიენასთან და სანიტარიასთან დაკავშირებით. ამ.სკოლაში სწავლობს 29 მოსწავლე (21 ბიჭი და 8 გოგო) ხოლო მუშაობს 13 პედაგოგი (11 ქალი და 2 კაცი). 

კვლევის შედეგად გამოიკვეთა არსებული პრობლემები:

1) სკოლის ტერიტორია შემოღბილია,თუმცა მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო მწყობრიდანაა გამოსული ეზოს ჭიშკარი, გადათხრილია საკანლიზაციო არხი და თვისებურად ქმნის საფრთხეს ეზოში მოთამაშე ბავშვებისთვის. 

2) სკოლაში მიმდინარეობს რემონტი, რომლის დროსაც უნდა გაკეთდეს ტუალეტი, თუმცა ჯერჯერობით სკოლაში ფუნქციონირებს მხოლოდ“ორმო“ ტუალეტი, სადაც განცალკევებული არ არის გოგოსა და ბიჭის ტუალეტი, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც სარგებლობენ ერთი და იმავე ტუალეტით. აღნიშნული შენობა არის დიდი ხნის წინ აშენებული, რის გამოც გადახრილია და ადვილად შესაძლებელია ნაგებობის დანგრევა ან წაქცევა, რაც ბავშვებს უქმნის საფრთხეს. ეს ტუალეტი სკოლის შენობიდან დაშორებულია დაახლოებით 50 მეტრი მანძილით და არ ფუნქციონირებს ხელის დაბანის საშუალება. 

3) სკოლის შენობაში არ არის შემოყვანილი წყალი, წყალი არის სკოლის ეზოში თუმცა არ ხდება მისი გაფილტვრა, ის არის კუსტარულად მოწყობილი და საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას.ბავშვების ნაწილს, (ძირითადად დაბალკლასელებს) წყალი მოაქვთ სახლიდან, თუმცა ეს ხდება ერთჯერადი გამოყენების ბოთლების საშუალებით, რაც ასევე საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. 

4) საკლასო ოთახებში არ დგას ურნები. 

5) საკლასო ოთახების დალაგება ევალებათ დამლაგებლებს, თუმცა ისინი ამას აკეთებენ იშვიათად, დაახლოებით კვირაში ერთხელ, რაც იწვევს ოთახში მტვრის დაგროვებას.

6) სკოლაში არ ხდება არცერთი WASH საკითხთან დაკავშირებული საგანმანათლებლო ინფორმაციის გავრცელება და არ ტარდება ტრენინგები ამ საკითხთან დაკავშირებით. 

7) სკოლის ეზოს ტერიტორიაზე შეინიშნება ფეკალიები და შუშის ნამსხვრევები. ასევე სხვადასხვა სახის ნაგავი.  მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ეზოში დგას ნაგვის ურნა,.ნაგვის დაყრა ძირითადად ხდება მუშების მიერ, რომლებიც დასაქმებული არიან სკოლის ეზოში მიმდინარე სპორტკომპლექსის მშენებლობაზე. 

რეკომენდაციები:

1) აუცილებელია სკოლის ტერიტორიის შემოღობვა, რათა საქონელმა ვერ შეძლოს შიგნით შეღწევა. 

2) რემონტის დასრულებამდე უნდა მოხდეს „ორმო“ ტუალეტის გამაგრება, ან ახალი, დროებითი „ორმო“ ტუალეტის აშენება. 

3) უნდა მოხდეს შენობაში წყლის შეყვანა და მისი გაფილტვრა. 

4) აუცილებელია, ბავშვებმა იცოდნენ ერთჯერადი ბოთლის მრავალჯერ გამოყენების მავნე თვისებებზე. 

5) საკლასო ოთახებში უნდა დაიდგას ურნები, რათა არ მოხდეს ოთახის დაბინძურება. 

6) უნდა მოხდეს დამლაგებელთა გაფრთხილება, რომ უფრო ხშირად დაასუფთაონ სკოლა. 

7) უნდა შემუშავდეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალები და მიეწოდოს როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს. მასალები უნდა იყოს ადვილად გასაგები და შესაბამისად ილუსტრირებული. 

8) უნდა მოხდეს მასწავლებლებისა და მოსწავლეების ტუალეტების განცალკევება. 

9) უნდა შემუშავდეს სპეციალური პროგრამა სანიტარიულ-ჰიგიენურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც ყურადღება დაეთმობა საკლასო საათებში, ან ცალკე იქნება ამისთვის გამოყოფილი დრო.