სოფელ თხილნარის N1 სკოლა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალში ჩაერთო

აჭარა ფრინველების სამიგრაციო დერეფნის მაშტაბურობით მესამე ადგილზეა მექსიკისა და ისრაელის შემედეგ. ამ სამიგრაცია დერეფანს, რომელსაც ბათუმის ყელსაც ეძახიან. გამოიყენებს მთელი აღმოსავლეთ ევროპის მტაცებელი ფრინველები. სწოტრდ ამაშია მისი უნიკალურობა. ბათუმის ყელში მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვებით მეცნიერებმა და ფრინველებზე დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს ისეთი მტაცებელი ფრინველების გუნდები, რომელთა პოპულაციაც შემცირებულად ითვლებოდა. აქ ყოველწელს ჩამოდიან მსოფლიოს ცნობილი მეცნიერები და ფრინველებზე დამკვირვებლები.

მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დახმარებით აქტიურად ჩაერთო ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალში და სოფელ სახალვაშოში სადამკვირვებლო პლატფორმაზე მოისმინეს შემეცნებითი ლექცია ბავშვებისათვის. ლექციას ატარებდნენ უცხოელი სპეციალისტები თემაზე - როგორ შეიძლება დაკვირვება გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დასახლებულ ადგილებში.

"დავაკვირდით ბუნების ამ საოცრებებს, გავეცანით მათ სახეობებს. ეს მნიშვნელოვანი სასწავლო პროგრამაა ჩვენთან მიმდინარე ბუნებრივ საოცრებაზე დასაკვირვებლად, ლოკალური გარემოს მოსავლელად, რადგან შევინარჩუნოთ გლობალური გარემო, დავიცვათ დედამიწის ეკოსისტემები" - ამბობენ თხილნარელი მოსწავლეები.