სოფელ მელაანის სკოლის ეკოკლუბელები გურჯაანის მერს შეხვდნენ

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლებში სწავლა ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურში ჩართული მოსწავლეები კვლავინდებურად აგრძელებენ გარემოსდაცვით საქმიანობას. 

3 აგვისტოს, კახეთის რეგიონში, გურჯაანის სოფელ მელაანის ეკოკლუბის წევრები შეხვდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს, არჩილ ხანდამაშვილს. პროექტის მონაწილეებმა მერს გააცნეს კონკურსის პირობები და სამუშაო გეგმა. 

ეკოკლუბის წევრებმა არჩილ ხანდამაშვილისაგან მიიღეს მხარდაჭერა და რჩევები. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. მელაანელი მოსწავლეები წელს მრავალი გარემოსადაცვითი აქტივობის განხორციელებას გეგმავენ.