ზუგდიდის ეკოჰაბში პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

8 სექტემბერს, ზუგდიდის ეკოჰაბში, ნიკო კეცხოველის კონკურსის ფარგლებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მასტერ ტრენერებმა მზია ლემონჯარია და გვანცა კიკალეიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია რეგიონის მოსწავლეებისათვის თემაზე: პირველი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ.

აღნიშნული შეხვედრა დაგეგმა სამეგრელო-ზემო სვანეთის CENN-ის რეგიონალურმა კოორდინატორმა მაია კოდუამ. შეხვედრაზე რეგიონის სხვა მოსწავლეებთან ერთად მიწვეულ იყო ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის მოსწავლეები. 

პრეზენტაციაზე ტრენერებმა პრაქტიკულად აჩვენეს მოსწავლეებს თუ როგორ ხდება პირველი სამედიცინო დახმარების გაწევა (გულ-ფილტვის რეანიმაცია პირველი დახმარება სისხლდენის ,ტრამვებისა და მოწამვლის დროს.) მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები ლაშქრობებსა და ექსკურსიებზე პირველი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ.